ქეცბაია ნინუას ტრანსფერის და ოქრიაშვილის დაბრუნების მოლოდინშია

AutoSharing Option
"ომონიასთან" მტკივნეულმა მარცხმა (0:3) "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია კიდევ ერთხელ დაარწმუნა შემადგენლობის გაძლიერების აუცილებლობაში და ამიტომ ცდილობს პაოკ-ის ნახევარმცველი ნიკა ნინუა დაიმატოს.

კვიპროსული 24sports-ი paok24.gr-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნინუას ტრანსფერზე მოლაპარაკება იჯარის თაობაზე მიმდინარეობს და გადამწყვეტი სიტყვა სალონიკური გუნდის თავკაცმა პაბლო გარსიამ უნდა თქვას. ქეცბაიას ნინუას დამატება ახალ წლამდე სურს, რათა 3 იანვარს ლიდერ "აპოლონთან" ათამაშოს და ვნახოთ, ამ საქმიდან რა გამოვა.

larnakasports-ი კი აღნიშნავს, რომ ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს ძალიან აკლია და ალბათ, "აპოლონთან" მატჩისათვის მზად იქნება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კვიპროსის ჩემპიონატი რეიტინგით უფრო წინაა ვიდრე საბერძნეთის ლიგა ნინუას სჭირდება სათამაშო პრსაქტიკაა ნიჭიერი ბიჭია და სკამზე არ უნდა იჯდეს იმედია გამოვა ეს ტრანსფერი
9
ბატონო თემურ, თუ თქვენამდე მოაღწია ჩემმა ჩანაწერმა, ე.ი. ღმერთიც ამ აზრზეა...აიყვანეთ გიორგი არაბიძე და ჩემპიონობა და არამხოლოდ (ისტორიული გამარჯვებებიც), გარანტირებული გაქვთ...
FEOLA MAO
01:06 27-12-2020
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული