ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ტენერიფე" ოთარ კაკაბაძის შემცვლელს ეძებს

AutoSharing Option
კანარული eldorsal-ი აღნიშნავს, რომ სექტემბრის დასასრულს "ლუცერნიდან" "ტენერიფეში" გადასულმა საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ ახალ გუნდში თავი ვერ წარმოაჩინა.

ის 3 დეკემბერს სეგუნდა დივიზიონში "საბადელთან" საშინაო მატჩის (1:2) შესვენებაზე შაკილ მურმა შეცვალა და მას შემდეგ ჩემპიონატზე მწვრთნელმა ლუის მიგელ რამისმა სამ შეხვედრაში განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ არ ათამაშა.

გამოცემის მტკიცებით, რამისი თვლის, რომ მური სხვა პოზიციაზე უფრო გამოადგება და მარჯვენა მცველის დამატება უნდათ. კლუბის სპორტული დირექტორი ხუან კარლოს კორდერო თავისი ძველი ნაცნობის, ლუის პერესის დაბრუნებას ცდილობს, რომელიც "ვალიადოლიდში"
წელს "ტენერიფედან" გადავიდა და სათადარიგოა.