ყაზანის "რუბინის" პრეზიდენტმა რუსტემ საიმანოვმა ვრცელი ინტერვიუ მისცა Business Online-ს და გუნდის ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
"გავყიდით თუ არა მაკაროვსა და კვარაცხელიას ზამთარში? იცით, ჩვენ შემადგენლობის შენარჩუნება გვინდა.
მაგრამ, ყველაფერი შემოთავაზებაზეა დამოკიდებული.
ზოგადად, კლუბის მუშაობით კმაყოფილი ვარ, ჩვენ ხელში 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი გახდა,"- აღნიშნა საიმანოვმა.
"ეს ჩემი ცხოვრების დიდი იმედგაცრუება იყო" -ექსკლუზიური ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან
ვალერი გაზაევი: კვარაცხელიასავით მაღალ დონეზე ჩვენთან არავის შეუძლია ითამაშოს