"იუვენტუსი" ხვიჩათი ინტერესდებოდა? რას ნიშნავდა "რუბინის" კლიპის მონაკვეთი

AutoSharing Option
გუშინ, 27 დეკემბერს, ყაზანის "რუბინმა" წინასაახალწლო კლიპი გამოუშვა და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, ვიდეორგოლში მონაწილეობას ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც იღებს.

კლიპში ხვიჩა ჯერ "დორტმუნდის" მაისურით გამოჩნდება, შემდეგ - "გალათასარაის", "კრასნოდარის", ტურინის "იუვენტუსის", მაგრამ ბოლოს მაინც "რუბინის" ფორმაში დარჩა.

დორტმუნდის "ბორუსიას" ინტერესზე რომ დაიწერა, ყველამ კარგად ვიცით, იგივე იყო "გალათასარაისა" და "კრასნოდარის" შესახებ, თუმცა ტურინული გრანდი ჯერ არსად გაჟღერებულა.

შესაძლოა, "იუვენტუსიც" იყო კვარაცხელიათი დაინტერესებული ან, უბრალოდ, ეს წინასაახალწლო ხუმრობა ან სურვილია. ალბათ, არცერთის წინააღმდეგნი ვიქნებით. იმედია, ხვიჩა ერთ დღეს მაინცდამაინც "იუვეში"
თუ არა, ტურინელთა დონის გრანდში ითამაშებს. არ იქნება ცუდი, თუ ეს მომავალ წელსვე მოხდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან მაგარი იქნება იუვე სადაც მისი ფავორიტი ფეხბურთელი თამაშობს( უფრო ალბათ მაგიტომაც ჩაიცვა კლიპში იუვეს მაისური) ბევრს ისწავლის მის გვერდით თან იუვე ერთერთი გამორჩეული კლუბია დისციპლინის დაცვისმხრივ რაც ფორმაში ყოფნის გარკვეული გარანტიაა დაგვეიმედებანაკრებში სულ მზად ჩამოვა ეს ტრანსფერი თუ შედგა კალაძიატრანსფერს გადაფარავს პოპულარობის და იმიჯის მხრივ მაგარია მილანი იუვე კიდე უფრო მაგარი
კახა
30 დეკემბერი 2020 02:07
1
ვაი ჩვენს პატრონს რადღეში ვართ...
11
29 დეკემბერი 2020 10:45
1
სულაც არ მგონია რომ რეალის ან იუვენტუსის ფლანგელები კვარას ჯობიან, პირიქით ფეხზე დაიხევს ორივე გუნდის შემტევებს.

მთელი გულით ვგულშემატკივრობ და ვიცი რომ იმედებს გაგვიმართლებს .
ფეხბურთი
29 დეკემბერი 2020 03:30
3
აი ამ ფანტაზიებში რო ვცხოვრობთ, იმოტომაც გამოგვდის კარგად ფეხბურთის თამაში და საერთოდ რაც გამოგვდის...შრომის გარდა ყველაფერს ვაკეთებთ და ილუზიებში ვცხოვრობთ და ამით ვიკვებებით....დორტმუნდა ხო იყიდა უკვე....


ისე ამ მართლა კაი ბიჭმა რა დააშავა, დიდ წარმატებებს ვუსურვებ....
გია
28 დეკემბერი 2020 16:16
3
აგენტმა,მამუკა ჯუღელმა, ისაუბრა ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში,გრანდების დაინტერესებაზე და იუვეც იყო ნახსენები(ხვიჩას კრიშტიანო მოწონს).
დათო
28 დეკემბერი 2020 14:43
2
ინტერვიუ არა, გადაცემა მიუძღვნა ხვიჩას ნობელ არუსტამიანმა და იქ ისაუბრა ჯუღელმა... არ იცით - არ ნიშნავს რომ სხვა იგონებს
დათოს მოპასუხეს
28 დეკემბერი 2020 18:27
1
ჯუღელი ტყუილს იძახის ყველაფერს,,არვერთ ჟურნალისტს ინტერვიუ არ ჩაუწერია მაგასთან..ეს ფანტაზიები საიდან მოგაქვს?
დათოს
28 დეკემბერი 2020 17:36
6
რაგინდა ავტორ შენ ჟურნალისტად! შენ ცეერუში მუშაობა დაგშვენდებოდა...
p.p.p
28 დეკემბერი 2020 14:30
4
:)))))
Dato
28 დეკემბერი 2020 18:25
0
რისი მაისურებიც იშოვეს - ჩააცვეს რა :)))
Dato
28 დეკემბერი 2020 13:55
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული