"იუვენტუსი" ხვიჩათი ინტერესდებოდა? რას ნიშნავდა "რუბინის" კლიპის მონაკვეთი

AutoSharing Option
გუშინ, 27 დეკემბერს, ყაზანის "რუბინმა" წინასაახალწლო კლიპი გამოუშვა და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, ვიდეორგოლში მონაწილეობას ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც იღებს.

კლიპში ხვიჩა ჯერ "დორტმუნდის" მაისურით გამოჩნდება, შემდეგ - "გალათასარაის", "კრასნოდარის", ტურინის "იუვენტუსის", მაგრამ ბოლოს მაინც "რუბინის" ფორმაში დარჩა.

დორტმუნდის "ბორუსიას" ინტერესზე რომ დაიწერა, ყველამ კარგად ვიცით, იგივე იყო "გალათასარაისა" და "კრასნოდარის" შესახებ, თუმცა ტურინული გრანდი ჯერ არსად გაჟღერებულა.

შესაძლოა, "იუვენტუსიც" იყო კვარაცხელიათი დაინტერესებული ან, უბრალოდ, ეს წინასაახალწლო ხუმრობა ან სურვილია. ალბათ, არცერთის წინააღმდეგნი ვიქნებით. იმედია, ხვიჩა ერთ დღეს მაინცდამაინც "იუვეში"
თუ არა, ტურინელთა დონის გრანდში ითამაშებს. არ იქნება ცუდი, თუ ეს მომავალ წელსვე მოხდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან მაგარი იქნება იუვე სადაც მისი ფავორიტი ფეხბურთელი თამაშობს( უფრო ალბათ მაგიტომაც ჩაიცვა კლიპში იუვეს მაისური) ბევრს ისწავლის მის გვერდით თან იუვე ერთერთი გამორჩეული კლუბია დისციპლინის დაცვისმხრივ რაც ფორმაში ყოფნის გარკვეული გარანტიაა დაგვეიმედებანაკრებში სულ მზად ჩამოვა ეს ტრანსფერი თუ შედგა კალაძიატრანსფერს გადაფარავს პოპულარობის და იმიჯის მხრივ მაგარია მილანი იუვე კიდე უფრო მაგარი
კახა
02:07 30-12-2020
1
ვაი ჩვენს პატრონს რადღეში ვართ...
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული