"შენგელია მოედანზე სეირნობს" - "ქონიას" ფანები ქართველის გამოფხიზლებას ითხოვენ

AutoSharing Option
konyayenigun.com-ი, რომელიც "ქონიასპორის" შესახებ წერს ინფორმაციებს, საქართველოს ნაკრების შემტევის, ლევან შენგელიას შესახებ წერს.

თურქები ჩვენებურის ბოლოდროინდელი ასპარეზობით უკმაყოფილონი არიან და მის გამოფხიზლებას მოითხოვენ.

"აშკარაა, რომ ლევან შენგელიამ ძალიან მოუკლო. ის გასულ ტურში "კაიზერსპორთან" ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ასე იყო "რიზასპორთან" დაპირისპირებაშიც.

ის მოედანზე თითქოს სეირნობს და იმის აჩრდილია დარჩენილი, რაც სეზონის დასაწყისში იყო.

იმედი გვაქვს, რომ ის იმ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება, რაც სეზონის დასაწყისში ჰქონდა", - წერს საიტი.

აქვე გეტყვით, რომ შენგელიას მიმდინარე სეზონში "ქონიასპორის" რიგებში 8 მატჩში 2 გოლი
აქვს შეგდებული და ამდენივე შედეგიანი გადაცემაც უფიქსირდება ანგარიშზე.

რაც შეეხება უშუალოდ მისი გუნდის სატურნირო მდგომარეობას, 15 ტურის შემდეგ "ქონიასპორი" 19 ქულით მე-10 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თუ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ავადაა მესმის მაგრამ სხვა შემთვევაში არ მესმის ლევანის და საერთოდ ეგეთი რამე ფეხბურთელმა როგორ უნდა ათქმევინო ვერ ვხვდები ... რა უნამუსო ფეხბურთელები გვყავს პროსტა ეს ზარმაცები და ამპარტავნები როგორ არიან ძირითარი უმრავლესიბა გული მისკდებაააა
bejo
29 დეკემბერი 2020 17:13
1
იცით რა არის საწყენი? - ფეხბურთელი რომელმაც "დინამო" და საქართველოს ჩემპიონატი დაიწუნა: "ჩემთვის დაბალი დონეაო" წავიდა და სადღაც თურქეთის ყ დონის გუნდში თამაშობს და აგერ უკვე მეორე წელია გვესმის რომ ამ ყ დონეს ვერ ქაჩავს.მერე ამ ფეხბურთელს პრეტენზიაა აქვს ნაკრებში მოხვედრაზე. ნაკრებში მოხვედრის ამბიცია რომ გაქვს კარგია მაგრამ იმის ამბიციაც უნდა გქონდეს რომ ყ დონეზე ისე ითამაშო რომ განვითარდე, ა და ბე დონის გუნდებმა შეგამჩნიონ რა რაღაც პერსპექტივა გქონდეს და არ ჩალპე ყ დონის გუნდში.
საწყენია...
29 დეკემბერი 2020 18:51
4
არაა სიმონ თურქეთის ჩემპიონატი ყ დონე და ქონიასპორი კიდე დინამოზე ბევრად უკეთესეია! გეიგე სიმონ?
ქართველი
30 დეკემბერი 2020 13:34
1
ჯერჯერობით რასაც ქვია პროფესიონალი და საქმისადმი მიდგომა კეთილსინდისიერად,მხოლოდ ორი კაცი აკმაყოფილებს--ხვიჩა და კიტეიშვილი.ამიტომაც არიან სულ ძირითადში და აქვთ კარგი პრესა.
კახა ქ.
29 დეკემბერი 2020 20:35
2
კარგით რა .. კორონა გადაიტანა ადამიანმა და ჯერ ვერ ჩადგა ფორმაში, თქვენ კიდევ ეცით და ჯიჯგნით .. ამაზე ათლეტური და კარგი გაგებით მოუსვენარი ფეხბურთელი ნაკრებს კანკავას გარდა არავინ ყავს .. ცოტა დაფიქრდით რა სანამ ვინმეს ტალახს ესვრით ..
დათო
29 დეკემბერი 2020 21:45
6
პირველი კომენტარი მე დავწერე და ავღნიშნე თუ რაიმე ფსიქოლოგიური ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს გასაგებია ... ნეტა ისე იყოს როგორც შენ ამბობ ტალახს არავინ არავის არ ესვრის პროსტა ფეხბურთელები მუდმივად კრიტიკაში უნდა გვყავდეს და მოსვენევა არ მივცეთ იმიტომ რომ შედეგები არა აქვთ ... ჟილკა არა აქვთ მაკედონიასთან ყვითელი ბარათიც კი არ მიუღიათ დადიოდნენ ჩამქვრალები მართლა
bejo
29 დეკემბერი 2020 22:12
1
აბა ოფლს ხომ არ გამოიდენს
w
29 დეკემბერი 2020 17:19
1
ალბათ BMჭ იყიდა დააა...
Vasili
29 დეკემბერი 2020 17:53
4
დასვენება არ დააცადოთ კაცს. გიჟია თურქების გამო ირბინოს? პატრიოტიზმიც ზუსტად ეესაა ბრატ!
კ ო მ ბ ლ ე
29 დეკემბერი 2020 17:46
4
კაით რა გადააბა რამდენიმე დღე და პახმელია.DDDD
fff
29 დეკემბერი 2020 18:45
1
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომზადებას ფსიქოლოგიურ და მენტალურს აგრეთვე ზოგადად ვაჟკაცი და ათლეტი უნდა იყო როცა საზGვარგარეთ მიდიხარ ბევრი ბარიერი უნდა გადალახო. ბევრი პირველივე ბარიერზე ტყდება შენგელიას ზოგადად არ ეხება შეიძლება დროებითი ჩავარდნა აქვს. ჯერ ჯერობით ხვიჩა და კიტე არიან მისაბაძები
ელგუჯა
29 დეკემბერი 2020 17:42
1
ამ სტატიის წაკითხვისას ჯანო გამახსენდა შვეიცარიასთან თბილისში... თვალებს არ ვუჯერებდი. სირცხვილია ბიჭებო...
ირაკლი
29 დეკემბერი 2020 22:01
5

სიახლეები პოპულარული