ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" თურქეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში სტამბულში 2:0 დაამარცხა "ფენერბახჩე".
შენგელია 60-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, 67-ე წუთზე მეტოქესთან ბრძოლაში თავით პასი სერბ იევტოვიჩს გაუკეთა, რომელმაც მაკრატელათი გაიტანა გოლი, ხოლო 77-ე წუთზე უკრაინელმა კრავეცმა დალაშქრა დედაქალაქელთა კარი.
"ქონიასპორი" 9 ქულით მე-10 ადგილზეა და 22 ნოემბერს "კასიმპაშას" უმასპინძლებს. შენგელია საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უახლოესი მატჩისათვის გამოიძახა.