"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

AutoSharing Option
30 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია ამჟამად უგუნდოდაა და შემოთავაზებების მოლოდინშია.

ბოლოს ის გერმანიის მე-3 ლიგის ბინადარ "უერდინგერში" ვარჯიშობდა, თუმცა ამ კლუბში ვერ დარჩა.

ჩვენებური ამჟამად გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჩვენ ყენიას დავუკავშირდით და მისი გეგმებით დავინტერესდით.

"ამჟამად არანაირი შემოთავაზება არ მაქვს, ამიტომ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და წინადადებებს ველოდები.

ჯერჯერობით არვიცი რა იქნება მომავალში. დავბრუნდები თუ არა საქართველოში? - შემოთავაზება არც ეროვნული ლიგის კლუბებიდან მქონია, თუმცა თუ რაიმე საინტერესო წინა
დადება იქნება, დავფიქრდები.

მინდა, რომ ფეხბურთი კვლავ ვითამაშო. კარიერის დასრულებას არ ვაპირებ და ვნახოთ რა იქნება".

ჩვენთან ბოლო ინტერვიუში ყენიას ნათქვამი ჰქონდა, რომ მის ძველ კლუბ "საბურთალოს" მასთან დავალიანება ჰქონდა და ფეხბურთელს ამის შესახებაც დავეკითხეთ.

"საბურთალომ" დავალიანების დაფარვაზე უარი მითხრა და ამიტომ საქმე სასამართლოშია გადასული, პროცესი კი ძალიან გაიწელა.

იმედი მაქვს, პროცესი მალე დასრულდება და სიმართლე გაიმარჯვებს", - თქვა ყენიამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემები სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ და პოულობენ გამოჯანმრთელების საშუალებას. რატომ ჩვენი ფეხბურთელები თვითონ არ ინტერესდებინ უცხოელი ვინ მოარჩინა და იმ ექიმთან რატომ არ მიდიან სამკურნალოდ?
Emre-ს
12:33 02-01-2021
1
ყენიაზე ნიჭიერი ბოლო 10-15 წელში ქართულ ფეხბურთს ტალანტი არ ყოლია, ბავშვობაში უვიცმა მწვრთნელებმა და არასწორმა გაზრდამ უკვე მე მომწიფებულ ასაკში დაატყო კვალი. კომენტარებში ყველა ლომი ხართ, ადამიანის გაგება კიდევ არავის შეგიძლიათ
Emre
16:23 01-01-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული