ლობჟანიძემ ახალი წელი საგოლე პასით და გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" საკუთარ მოედანზე 3:1 სძლია "მალათიასპორს".

ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და 88-ე წუთზე მისი პასით ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ტორგეირ ბერვენმა მესამე გოლი გაუტანა მეტოქეს, რომელიც 83-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.

საბამ ამ სეზონში 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, მისი გუნდი კი 15 ქულით მე-17 ადგილზეა და 5 იანვარს სტუმრად "გაზიანთეპს" შეხვდება.

დღესვე ლევან შენგელიას "ქონიასპორი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "ჰატაისპორთან". შენგელია სასტარტოში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. "ქონიასპორი" 19 ქულით მე-11პოზიციაზეა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბევრი გაუმაზეს თანაგუნდელებმა, თორემ გოლიც და რამდენიმე ასისტიც ექნებოდა, ვუყურე თამაშს
მინდია
03 იანვარი 2021 11:32
0

სიახლეები პოპულარული