პაპუნაშვილმა "აპოლონთან" წელიწად-ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
კვიპროსის "აპოლონი" თავისი საიტით იტყობინება, რომ 25 წლის ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილთან წელიწად-ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელმაც ესპანური "სარაგოსა" დატოვა.

პაპუნაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახალ გუნდში 19-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

"პირველ რიგში ახალ წელს გილოცავთ და მსოფლიოში ყველას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. "აპოლონი" ჩემი ახალი სტარტისთვის კარგი შანსია. ეს ამბიციური კლუბია, რომლის მიზანი ყველა მატჩის მოგებაა. შევეცდები გუნდს ყველა მიზნის მიღწევაში დავეხმარო", - ციტირებს პაპუნაშვილს კლუბის საიტი.

სხვათა შორის, დღეს, ჩემპიონატის მე-17 ტურში, "აპოლონი" ქართველების
"ანორთოსისს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამდენი ტრამპლინი არ გამიგონია მე, სანამ კისერს არ მოიტეხავენ არ ჩერდებიან
Vasili
23:57 03-01-2021
2
Iqnen tranplinad gamoiyenos da mere wava isev la ligashi. Gilocavt axal wels
Bibo
20:59 03-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული