კაჭარავას ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
larnakasports-ის ცნობით, "ლეხის" თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას ტრავმა იმაზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

სამწუხაროდ, კაჭარავას ოპერაციის გაკეთება დასჭირდება და ამ სეზონში ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოზნანური კლუბი მის კონტრაქტს არ გამოისყიდის და ზაფხულში "ანორთოსისში" მოუწევს დაბრუნება.

შეგახსენებთ, ის "ანორთოსისის" საკუთრებაა და "ლეხში" იჯარის წესით გადავიდა, რომლის რიგებშიც 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული