"ძმა, მანდ მცველები არ თამაშობენ?" - ქვილითაიას "გენტში" გუნდელი გაეხუმრა [PHOTO]

AutoSharing Option
გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის განვლილ ტურში "ეთნიკოს ახნას" გაუტანა და "ანორთოსისს" მოაგებინა.

ქართველი ფორვარდისთვის კვიპროსის 1-ელ დივიზიონში ჩატარებულ მე-14 მატჩში ეს მე-9 გოლი აღმოჩნდა (1009 წუთი მოედანზე, საშუალოდ 112 წუთში 1 გოლი) და ბომბარდირთა სიაში ორ ფეხბურთელს ჩამორჩება, რომლებსაც 10-10 გოლი აქვთ, თუმცა გიორგიზე 300 და 360 წუთით მეტი ითამაშეს.

გიორგი ძალიან კარგ ფორმაშია და ერთ-ერთი გოლის აღნიშვნის ფოტოც სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" დაპოსტა, რომელზეც "გენტში" უკრაინელი თანაგუნდელი გაეხუმრა: "ძმა, მანდ მცველების გარეშე თამაშობენ?"

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ბელგიის უმაღლეს ლიგაში იარემჩუკს 9
გოლი აქვს გატანილი და კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.



მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ ქვილი, რუსულზე რომ შენიშვნა მიეცი. პატივს გცემ ამის გამო.
რუსეთი ოკუპანტია!
23:56 08-01-2021
3
სიმართლის მარცვალი ურევია ამ უხომრობაში,DD
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული