28 წლის ნახევარმცველმა ნოდარ ქავთარაძემ თბილისის "დინამო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერას უნგრეთის მეზოკოვეშდში" გააგრძელებს.
ქავთარაძე მოსკოვშია დაბადებული, თამაშობდა მოსკოვის "ლოკომოტივ 2"-ში, "ტიუმენში", ტვერის "ვოლგარში", მაიკოპის "დრუჟბაში", "როსიჩში", თბილისის "ლოკომოტივში", "დილაში" და ქუთაისის "ტორპედოში". ის თბილისის "დინამოში" 2019 წლის 26 ივნისს ჩაირიცხა. გასულ სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
"მეზოკოვეშდში" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა, ახლა კი მის ღირსებას მცველი ლუკა ლაკვეხელიანი იცავს. ეს გუნდი ჩემპიონატზე 16 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-8 ადგილზეა.