"სარაგოსადან" "აპოლონში" გადასულმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა.
"აპოლონმა" მე-18 ტურში ახნაში 4:1 დაამარცხა "ეთნიკოსი", პაპუ კი შეცვლაზე 83-ე წუთზე შევიდა. მან დუბლის ავტორი იოანის პიტასი შეცვალა.
24sports-ის მტკიცებით, ჯერ გიორგი 90 წუთის სათამაშოდ სათანადო ფორმაში არ არის და გუნდის მწვრთნელი იანის პეტრაკისი მასზე იმედებს ამყარებს.
"აპოლონი" 39 ქულით გალიდერდა და 13 იანვარს "ომონიას" უმასპინძლებს. რაც შეეხება ქართველების "ანორთოსისს", 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და 11 იანვარს ნიქოზიაში "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.