"აპოლონში" პაპუნაშვილის დებიუტი შედგა - მისი გუნდი გალიდერდა

AutoSharing Option
"სარაგოსადან" "აპოლონში" გადასულმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა.

"აპოლონმა" მე-18 ტურში ახნაში 4:1 დაამარცხა "ეთნიკოსი", პაპუ კი შეცვლაზე 83-ე წუთზე შევიდა. მან დუბლის ავტორი იოანის პიტასი შეცვალა.

24sports-ის მტკიცებით, ჯერ გიორგი 90 წუთის სათამაშოდ სათანადო ფორმაში არ არის და გუნდის მწვრთნელი იანის პეტრაკისი მასზე იმედებს ამყარებს.

"აპოლონი" 39 ქულით გალიდერდა და 13 იანვარს "ომონიას" უმასპინძლებს. რაც შეეხება ქართველების "ანორთოსისს", 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და 11 იანვარს ნიქოზიაში "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სარაგოსადან აპოლონში მიდიხარ და იქ 83 წუთიდან შეყავხარ გავეხარდეს ალბათ
შოკირებული გულშემატკივარი
23:29 09-01-2021
24
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული