ჩაკვეტაძეს უცნაური ტრავმა აქვს, ვარჯიშს კი ორშაბათს დაიწყებს - ამბობს "გენტის" მწვრთნელი

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა voetbalprimeur.be-თან ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

"ცოტა ნაკლები ტკივილით დაბრუნდა, თუმცა ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია. კიდევ ერთხელ ვნახეთ და ვეცადეთ რამე მოგვემოქმედა: რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მივეცით, უქმეების შემდეგ კი იმის იმედით, რომ დისკომფორტი შეუმცირდება, ისევ დაიწყებს ვარჯიშს და იმედია, ბოლომდე შეძლებს აღდგენას.

ექიმები გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მეთოდს იყენებენ. ძალიან უცნაური ტრავმაა, მაგრამ სერიოზული არაა. ტკივილები მართლაც დიდი ხანია აწუხებს. ანატომიურად ბოლომდე საბრძოლველად მზადაა, მაგრამ ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა. ოპერაცია არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება. ტრავმა
კარგა ხანია უნდა მოერჩინა, მაგრამ უცნაური რამ სჭირს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალიან მეშინია რომ ტრამვებმა არ შეიწიროს ამ ბიჭის კარიერაც ეს სენი მუდმივად თან დაზდევს ქართულ ფეხბურთს ანანიძე ყენია ოქრიაშვილი სამივეს კარიერა ტრამვებმა შეიწირა არადა შეეძლოთ დიდი ფეხბურთი ეთამაშათ სამივეს დიდი იმედი მაქვს რომ მალე დაბრუნდება ჩაკვე და მათსავით არ დაემართება.
ზაზა
10 იანვარი 2021 20:22
0
ოქრიაშვილის კარიერა პირველ რიგში უდისციპლინობამ შეიწირა, რაც თავადაც აქვს აღიარებული ერთ-ერთ ინტერვიუში. კლუბები, დალევა (გენკსი ნასვამზე ავარია გაიხსენე). ქეცბაიამაც თქვა, ქინქლაძემ რომ დამირეკა, ოქრი წაიყვანეო, მე ვუთხარი და ჩამოვალ და დაველაპარაკებიო და რომ შევხვდით სამნი, ის ვუთხარი, ჩემთან თამაში თუ გინდა, უნდა დასერიოზულდე და ივარჯიშოო. როცა არ ვარჯიშობ, ბუნებრივია მიდრეკილი იქნები ტრამვებისკენ. მოუთელელი ან შეუჩვეველი ორგანიზმი ვერ გაუძლებს ბელგიის და რუსეთის ჩემპიონატის დატვირთვებს.

ანანიძე კი გატანჯა ტრამვებმა, მაგრამ ანანიძეს შეეძლო დროზე დაეღწია თავი სპარტაკისთვის. წასულიყო ნაკლებ ხელფასზე ისეთ ლიგაში სადაც ნაკლებად ძალისმიერ და უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ (მაგალითად ჰოლანდია).

ყენიაზე ალბათ ყველაზე სწორია შენი შეფასება. მაგ ბიჭზე თავიდანვე ამბობდნენ, არასწორად დარვის ქუსლებზეო. ესპანეთში რომ იყო სინჯებზე ამიტომ არ დაიტოვეს. სამწუხაროდ მაგაშიც გამოჩნდა ჩვენი ბავშვთა ფეხბურთის დონე. ესპანელებამდე ვერავინ შეამჩნია და უთხრა რომ ქუსლებზე სირბილი არ შეიძლება.
მცირე შესწორება
10 იანვარი 2021 20:59
0
მარტო ღმერთის იმედათ უნდა იყოს მეთქი არ მითქვამს, რა თქმა უნდა თავადაც უნდა იშრომოს და მოინდომოს, რონალდო რას შვება არ ვიცი და არც ლოცვით მუხლების გადატყავებისკენ მოვუწოდებ ჩაკვეს, ვამბობ შეძლების გვარად მეთქი.
მორწმუნე-s
10 იანვარი 2021 21:17
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული