"კრიტიკოსებმა ილაპარაკონ და თავიანთი ჭია გაახარონ, ყველაფერს მოედანზე დავამტკიცებ" - ინტერვიუ გიორგი არაბიძესთან

AutoSharing Option
22 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე კარიერას რუსულ "როტორში" გააგრძელებს. ჩვენებური ვოლგოგრადულ კლუბში 6-თვიანი იჯარით პორტუგალიური "ნასიონალიდან" გადაბარგდა.

Sportall.ge გიორგის დაუკავშირდა. ჩვენ მას ტრანსფერსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ:

"როტორთან" ხელი 6-თვიან იჯარას მოვაწერე, რის შემდეგაც გუნდს ჩემი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. ეს არ იქნება იმაზე დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა კლუბი ადგილს რუსეთის პრემიერლიგაში.

ტრანსფერში დიდი როლი მამუკა ჯუღელმა ითამაშა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. "როტორში" გადმოსვლამდე გუნდში მყოფ ქართველ ფეხბურთელებს ვესაუბრე, მათ კი მხოლოდ დადებითი ამბები მითხრეს.

რა თქმა უნდა, ჩემს
ტრანსფერში გარკვეული როლი მათთან გასაუბრებამაც შეიტანა. ჯერჯერობით არ ვიცი, დარჩება თუ არა ყველა ქართველი ფეხბურთელი "როტორში".

რატომ არ მათამაშებდნენ "ნასიონალში"? - სიმართლე გითხრათ, მეც კი არ ვიცი... არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია და პირიქით, კარგი ურთიერთობა მქონდა. მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს ენდობოდა, ვისთანაც გასულ სეზონში ჰქონდა ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ბევრს ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი.

ჩემი მიზანი უცვლელია, რომ კვლავ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. ჩავარდნა ყველას მოსდის და ამისგან დაზღვეული არავინ არაა. მარტივი არასდროს არაფერი არ არის.

რას ვუპასუხებდი კრიტიკოსებს? - მე მათ დიდი ხანია აღარ ვაქცევ ყურადღებას. ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ და თავიანთი ჭია გაახარონ. იმ ადამიანებს კი, რომლებიც გვერდში მიდგანან და ჩემი დღემდე სჯერათ, დიდ მადლობას გადავუხდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ ნახონ ისეთი არაბიძე, როგორიც სურთ".

არაბიძეს ბოლოსკენ კითხვა საქართველოს ნაკრებზეც და ეროვნულ გუნდში შესაძლო დაბრუნებაზეც დავუსვით:

"ყოველთვის მზად ვარ, ჩემი ქვეყნის ფორმა მოვირგო და ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო, რადგან ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

ალბათ, მაკედონიასთან ბიჭებს მცირედი დააკლდათ და დიდ ნატვრას ავისრულებდით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა", - გვითხრა არაბიძემ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
გიო, დაიხსომე, ყველაზე დიდ ფეხბურთს, პერსპექტიულებიდან, შენ ითამაშებ, რადგან აქამდეც ყველაზე შინაარსიანი ფეხბურთი შენ გითამაშია...მიდი გიო, არ დანებდე... ვიცი, რომ მხოლოდ ცეცაძე გენდობოდა, ნაღდად გაუმართლე კიდეც, როგორც კაპიტანმა და ლიდერმა... რაც შეეხება კობიაშვილებს, ყაველაშვილებს, მუჯირებს, კალაძეებს... მათი დრო დასრულდა ბიძინას წასვლასთან ერთად და ამოისუნთქებ, თუ ახლა არველაძეებმა არ შეგვჭამეს...გახსოვდეს, შენი დიდი იმედი გვაქვს...
gulShematkivrebi
23:48 15-01-2021
4
წინასწარ გეტყვით, რომ სეზონში მაქსიმუმ 5 თამაშს ჩაატარებს და ეგ იქნება.
Modric
16:16 14-01-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული