როგორც ყაზახური kstnews.kz წერს, კოსტანაის "ტობოლის" ორივე ქართველმა ნახევარმცველმა, შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დატოვოს.
ყაზახები წერენ, რომ თბილისისა და ბათუმის "დინამოსათვის" უარის თქმის შემდეგ კანკავას კარიერის თურქეთში გაგრძელება შეუძლია. მისით "ბურსასპორია" დაინტერესებული, რომელიც თურქეთის პირველ ლიგაში თამაშობს და სუპერლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის. საიტი წერს, რომ კანკავას "ტობოლიდან" წასვლა გუნდის ყველაზე დიდი დანაკარგი იქნება.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირს, ყაზახების მიხედვით, ნიკა მოლაპარაკებებს პოლონურ კლუბთან აწარმოებს და არის შანსი, რომ აზიური ქვეყნის ჩემპიონატი "კვეკვემაც" დატოვოს.
კვეკვესკირი
"ტობოლის" რიგებში 2017 წლიდან თამაშობს, კანკავა კი ყაზახურ კლუბს ნიკას მისვლიდან 1 წლის შემდეგ შეუერთდა.