ფრანგული "ვალენსიენი" იუწყება, რომ კლუბმა ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გადაიბირა.
34 წლის ჩვენებურს ლიგა 2-ის ბინადარმა გუნდმა კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ახალ გუნდში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ კანკავას ბოლო კლუბი ყაზახური "ტობილი" გახლდათ. ჯაბას საფრანგეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს და ის ერთი ხანობა "რეიმსის" ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება "ვალენსიენს", კლუბი საფრანგეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.