"გენტის" მწვრთნელმა ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით ძალზედ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა კლუბის ქართველ ლეგიონერზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჩვენებური ახლა გაცილებით კარგ მდგომარეობაშია და ბევრს ღიმილიანად ვარჯიშობს, რაც ძალიან კარგია.

"ჩაკვეტაძე ახლა უკეთესად გამოიყურება. მისთვის ბოლო ქირურგიულმა ჩარევამ საკმაოდ დადებითი შედეგი მოიტანა.

ახლა ის უფრო მეტს ვარჯიშობს და უფრო მეტს იღიმის. გიორგი ყოველდღიურად უკეთეს მდგომარეობაშია და ის შეშფოთება და იმედგაცრუება, რომელიც მას ჰქონდა, ნელ-ნელა უკან რჩება.

მოგვიწევს ჯერ კიდევ მოვითმინოთ და მისი მოედანზე დაბრუნება არ ვიჩქაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ამ ხანგლძრივი პერიოდის შემდეგ,
რომელიც ჩაკვეს გაუცდა, პერსპექტივა გამოჩნდა", - თქვა ვანჰაუზბრუკმა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე მოედანზე 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. სავარაუდოდ, ის მწვანე მინდორს თებერვალში, ან მარტის დასაწყისში უნდა დაუბრუნდეს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ამ ბიჭს ისევე როგორც კალათბურთელ გოგა ბითაძეს, პირველ რიგში თავიანთი ადამიანობის გამო, საოცრად თავდაბლები, არაამპარტავნები, გულწრფელები და პოზიტიური ბიჭები არიან(არ ჰგავან არაბიძეებს, ჭანტურიებს და სამწუხაროდ კიდევ ბევრი ეგეთი გვყავს არაფერი რომ არ შეუქმნიათ და ვარსკვლავები ჰგონიათ თავი, მათაც წარმატებას ვუსურვებ გულით!), საოცრად განვიცდი ბოლო დროს მათ ამბებს, იმედია 2021 აღმავლობის წელი იქნება მათთვის. ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო და ჯანმრთელობა მოგცეთ, დანარჩენი კი მჯერა შეგიძლიათ ნამდვილი ვარსკვლავები გახდეთ!
llcl
16:01 16-01-2021
4
ჩაკვე!!! არ იჩქარო არაფერი, შენ ვოვა გუცაევმა რაც გითხრა, ის გაითვალისწინე, გითხრა, რომ მეც მქონდაო ანალოგიური ტრავმა და მოვირჩინეო. ვოვამ რა დიდი ფეხბურთიც ითამაშა, არ გეხსომება, მაგრამ შეგიძლია მენდო, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგელი იყო, სუპერი რასაც ჰქვია და 35 წლამდე ითამაშა დინამოში, ბოლოს, ყველაზე მეტად როცა გაუჭირდა დინამოს, მაშინ მხრებით მიათრევდა გუნდს მაგ ასაკში, ასე რომ ჩვენო ბიჭო არაფრის არ შეგეშინდეს და არ იჩქარო დაბრუნება, დაგვიბრუნდი თავის დროზე და შენ და კვარამ გუნდი დიდ სიმაღლეებამდე უდა აიყვანოთ!
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული