დაბრუნდება თუ არა გიორგი ქვილითაია "გენტში" - რას წერს ბელგიური პრესა

AutoSharing Option
ბელგიური საიტი voetbalprimeur.be იმ ფეხბურთელების შესახებ წერს, რომელიც "გენტს" სხვადასხვა კლუბში ჰყავს განათხოვრებული და მათ სამომავლო პერსპექტივებს აფასებს.

რა თქმა უნდა, მათ ჩვენებური გიორგი ქვილითაიას შესახებაც დაწერეს, რომელიც იჯარით ფამაგუსტის "ანორთოსისში" თამაშობს.

"გენტმა" ქვილითაია 3 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელმა თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც გაუთავებელი ტრავმები იყო.

ის ამჟამად იჯარით "ანორთოსისში" თამაშობს, სადაც საკმაოდ კარგად ირჯება. მას ამ სეზონში უკვე 12 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა აქვს, 2021 წელს კი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

ჩვენი აზრით, ქვილითაიას
"გენტში" დაბრუნების ალბათობა საკმაოდ დაბალია, თუმცა, თუ ის თამაშს ასე კარგად გააგრძელებს, კლუბს შეეძლება ის სარფიანად გაასხვისოს", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედი მაქვს ასე გაგრძელებს 12 გოლი და 2 ასისტი მშვენიერი შედეგია და იმედი მაქვს სეზონის ბოლოსთვის 20 გოლზე ან მეტზეც ავა გიომ ყველას დაუტკიცა რო გოლების გატანა შეუძლია წამრატებები მას
Gio
23 იანვარი 2021 23:21
0
კაცი ყველანაირად მონდომრბულიც არის და პახოდუ უმტკიცებს ყველას რო ნორმალური თავდასხმაა რაუნდა გენტში სადაც გაფასებენ იქ გაჩერდი ჯიმკა!
qartveli
23 იანვარი 2021 11:51
0
ჩამოვიდეს გორში. ძლიერი ქალაქია.
მიდი მოვდივარ
23 იანვარი 2021 09:33
2
რა უნდა გენტში?გენტი ქართველი ფეხბურთელების საბოლოო დისკვალიფიკაციის გუნდია,არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ გაახარა და ყველა სამუდამო უთამაშებლობის სკამზე დასვა
ნიანია ბაკურიანი
22 იანვარი 2021 21:58
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული