ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატზე მეხუთე გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" ბუდაპეშტში 5:0 გაანადგურა გიორგი ბერიძის "უიპეშტი".

ზივზივაძე მწვრთნელმა გაბორ მარტონმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, მან 55-ე წუთზე გოლი გაიტანა,  ანგარიში 0:3 გახადა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 67-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ტურნირის 15 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სტუმართა გუნდში 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ბერიძე.

"ფეჰერვარი" მე-2 ადგილზეა, ლიდერ "ფერენცვაროშს" 7 ქულით ჩამორჩება და 27 იანვარს სტუმრად "კიშვარდას" შეხვდება. რაც შეეხება "უიპეშტს", 19 ქულით მე-9 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულა
აშორებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაისს მოკითხვა
ზალიკო
24 იანვარი 2021 01:37
3
მაგრად მომწონს ზივზივაძე! კაცს ერთხელ არ მისცეს ნორმალური შანსი! მიდი ბუდუ წარმატებები და მალე გაბრწყინება ნაკრებში
გადასარევი გიორგი
24 იანვარი 2021 01:29
0
დავრწმუნდი რომ ვაისის სქემაში მართლა ვერ ჩაჯდებოდა, ვაისის სქემა იყო - ბურთი ჩაკვეტაძეს და ის რამეს მრიფიქრებს, თუ შორსაა პასი მეკარეს ( ჩაკვეს ტრავმის შემდეგ დავითაშვილით შეიცვალა) აბა რად უნდოდა მაგას გოლის გამტანი და თან პასის მიმცემი თავდამსხმელი
ზორბეგი
24 იანვარი 2021 12:31
1
საღოლ ზივზივ ... ასე და ამაზე მაგრადაც გაგეგრძელებინოს ჩემო კარგო... ეჰჰ ჩვენ კი გვჯერა შენინმარა ნაკრების მწვრთნელებს ძინავთ
bejo
24 იანვარი 2021 21:55
0
ახლა, ქიშვარდას როგორ ვერ უნდა მოუგონ შემდეგ ტურში?!
N
24 იანვარი 2021 03:04
0

სიახლეები პოპულარული