კვარაცხელიას ვერ აჩერებენ - ხვიჩამ ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი" ამხანაგურ შეხვედრას "სოჭისთან" თურქეთში, ქალაქ ბელეკში მართავს, ქართველმა კი 2 გოლის გატანა უვკე მოასწრო.

ხვიჩამ პირველ ტაიმში მეტოქეის მცველ იბრაგიმ ცალაგოვს თავისივე საჯარიმოსთან აართვა ბურთი და სოსლან ჯანაევი მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო. გატანილი გოლის გარდა, კვარაცხელიამ რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შექმნა.



მეორე ტაიმის დასაწყისში კი 1 მეტოქეს დრიბლინგით გასცდა, მეორემ კი საჯარიმოში წააქცია - პენალტი თავადვე გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2.


ცოტა ხანში იგნატიევმა ცარიელ კარში
შეაგდო და "რუბინი" მეტოქეს ანგარიშით 3:2 ამარცხებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან გთხოვთ არ დამცინოთ, კვარას რომ ვუყურებ, მახსენდება ის შეგრძნება, რასაც მარადონას თამაშის ყურებისას განვიცდიდი, რაღაც ისეთს ვუყურებდი, რომელიც არ განმეორდებოდა არასოდეს და არცერთი წუთით თვალი არ უნდა მოვეწყვიტა ეკრანისთვის, იმიტომ, რომ იცოდი განუმეორებელ რამეს ნახავდი, ამის თამაშის დროსაც ასეთი შეგრძნება გამიჩნდა, ჩვენი მესიაა, ეს ბიჭი თავისი მენტალობით და საქმისადმი მიდგომით ჩვენს ნაკრებს დიდ სიმაღლემდე აიყვანს. (ჩაკვე შენც გვახსოვხართ, შენც ამ ოცნების ნაწილი ხარ.)
3
მაგარი ხარ კვარო წარმატებები:)
0

სიახლეები პოპულარული