This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 22-ე ტურის მატჩში გიორგი მაკარიძის "ალმერიამ" "საბადელს" უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო - 2:2.
გიორგიმ შეხვედრაში რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, თუმცა "ალმერიამ" ქულები მეტწილად მისი უიღბლობის შედეგად დაკარგა.
პირველი გაშვებული გოლის დროს ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი მაკარიძეს მოხვდა ხელზე და კარში შევარდა. მეორე გოლი კი უფრო დასანანი აღმოჩნდა - ქართველ კიპერს ბურთი თამაშში შეჰყავდა, როცა ფეხი აუსრიალდა და ბურთი მეორე ფეხზე მოირტყა, თავისუფალი დაინიშნა და "საბადელმაც" გაიტანა.
"ალმერია" 21 თამაშის შემდეგ სეგუნდა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. გუნდი პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ "ესპანიოლსა" და "მალიორკას" 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა მათთან შედარებით 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.