კვიპროსში გამოცემა არ დარჩენილა, რომ არ დაეწერა, თუ რამდენად დააკლდა თორნიკე ოქრიაშვილი ფამაგუსტის "ანორთოსისს" და ამჯერად ჩვენმა კუნძულელმა კოლეგებმა "ოქრის" დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელეს.
sportime.sigmalive.com-ი წერს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვარჯიშობს და წესით, თემურ ქეცბაიას გუნდს თებერვლის დასაწყისში უნდა დაუბრუნდეს.
თორნიკე, რომელსაც კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, მოედანზე 12 ნოემბრის შემდეგ არ გასულა. ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებულ თამაშში მიიღო.