
საქართველოს ნაკრებში არგამოძახებული ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ყველაზე მასშტაბურმა უნგრულმა სპორტულმა გამოცემა csakfoci-მ უნგრეთის პირველი დივიზიონის კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
აი, რას წერს საიტი ქართველი თავდამსხმელის შესახებ:
"მან პირველ 4 გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა. პირველად კარგი პასი გააკეთა და ფუნშოს გაატანინა, შემდეგ კი შეტევა წამოიწყო, დაარტყა და დამატებაზე ისევ ფუნშომ შეაგდო.
მესამე გოლი თავად ქართველმა გაიტანა, ხოლო მეოთხე გოლის დროს პეტრიაკს ისეთი პასი გაუკეთა, რომელიც შეუსრულებელ მისიად ჩანდა."
ბუდუმ უნგრეთის მიმდინარე ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გატანილი გოლი და
6 საგოლე პასია.