თურქულ ბელეკში "როტორმა" ამხანაგურ მატჩში სლოვენიის "მურა" 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი "მურამ" 1:0 მოიგო, შესვენების შემდეგ კი "როტორი" უპირატესობას დაეუფლა და გაიმარჯვა.
ვოლგოგრადულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ, ხოლო ილია ბერიაშვილი, ნიკოლაი ყიფიანი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი არაბიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შესვენების შემდეგ შეცვალეს.
პირველ სპარინგში "როტორი" პოლონურ "იაგელონიას" დაუზავდა (1:1), შემდეგ შეხვედრას კი 5 თებერვალს სოფიის "სლავიასთან" გამართავს.