კიტეიშვილმა გაიტანა, "შტურმი" ლიდერ "ზალცბურგს" დაეწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ჩემპიონატზე შესანიშნავად ასპარეზობს ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი.

ბუნდესლიგის მე-14 ტურში კიტეიშვილის "შტურმმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "ჰარტბერგს" და ამ მატჩში ანგარიში ქართველმა ლეგიონერმა 22-ე წუთზე გახსნა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს.

ოთარმა მიმდინარე ტურნირის 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, გრაცული გუნდი კი ლიდერ "ზალცბურგს" დაეწია (რომელიც ამ ტურის შეხვედრას ხვალ "რიდთან" გამართავს) და 30 იანვარს სტუმრად "ალტახს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
შემოგევლე ოთო, ყველაზე სტაბილური და დამაჯერებელი ხარ!
მინდია
10:24 27-01-2021
0
ბრავო ოთო :)
ლშა
02:38 27-01-2021
0

სიახლეები პოპულარული