protathlima: ოქრიაშვილმა შეიძლება "ანორთოსისი" დატოვოს

AutoSharing Option
კვიპროსული protathlima ირწმუნება, რომ ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელსაც "ანორთოსისთან" კონტრაქტი ივნისამდე აქვს გაფორმებული, შეიძლება გუნდი გამოიცვალოს.

გამოცემის მტკიცებით, მხარეებს შორის ხელშეკრულების გაგრძელებაზე პოზიციები დაშორდა და ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს.

ისიც საეჭვოა, რომ ოქრიაშვილი წელს გუნდს დაეხმაროს და შეიძლება კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. თუ იანვრის ბოლომდე თორნიკეს "ანორთოსისმა" სასურველი წინადადებით მიმართა, არაა გამორიცხული, თანამშრომლობა გააგრძელოს, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

larnakasports-ი იტყობინება, რომ ოქრიაშვილი შვილს ელოდება, კარგ ხასიათზეა, უქმე დღით ქართველმა ლეგიონერებმა ისარგებლეს და
მასთან დაისვენეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ისე იკრიჭებიან, ასიანი წვენს სვავენ:)
emigranti
01:49 28-01-2021
0
ეჰ ოქრი, რა პოტენციალი და იმედები, ამასობაში გავიდა საუკეთესო წლები!
Irakli
21:50 27-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული