ესპანური პრესის ინფორმაციით, "ოვიედოს" ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ლა ლიგა 2-ის ბინადარ "კარტახენაში" ითამაშებს.
როგორც იწერება, მხარეებმა აღნიშნული გარიგების დეტალები უკვე შეათანხმეს და ტრანსფერიც მალე გაოფიციალურდება.
მოგეხსენებათ, ჩვენებური "ოვიედოს" მწვრთნელის გეგმებში არ შედიოდა, გიორგის მცირე სათამაშო დროს აძლევდა და უკვე დიდი ხანია იწერებოდა იმის შესახებ, რომ ზამთარში აბურჯანია კლუბს გამოიცვლიდა.
"კარტახენა" სეგუნდა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. კლუბი 20 ქულით ბოლოსწინა, 21-ე ადგილს იკავებს.