აბურჯანია "კარტახენაში" "ხიხონთან" მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონის "კარტახენა" იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ "ოვიედოსთნ" კონტრაქტი გაწყვიტა და სეზონის ბოლომდე მათ გუნდში ითამაშებს.

26 წლის აბურჯანიამ "კარტახენაში" დღეს პირველად ივარჯიშა და "ხიხონთან" გასვლითი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 31 იანვარს გაიმართება. 22 ტურის შემდეგ გიორგის გუნდი 20 ქულით ბოლოსწინა, 21-ე ადგილზეა და ქართველ ახალწვეულზე დიდ იმედებს ამყარებს.

წელს ეს ჩვენებურის უკვე მესამე კლუბია - აქამდე "ტვენტესა" და "ოვიედოში" ასპარეზობდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
იქნებ აქ მაინც ათამაშონ ძირითადში!
kaxa
22:00 29-01-2021
0
როდესაც ნაკრების ფეხბურთელები აი ასეთ კლუბებში თამაშობენ იმ ნაკრებს რისი პრესპექტივა უნდა ქონდეს მე ამ ბიჭს წარმატებების მეტს არაფერს ვუსურვებ მაგრამ ნაკრების ფეხბურთელი იმ ნაკრების რომელსაც რამე წარმატებაზე აქვს პერეტენზია არ უნდა თამაშობდეს სეგუნდა დივიზიონის ბოლოსწინა ადგილოსან გუნდში 4-5 ფეხბურთელის გარდა ჩემი აზრით არცერთი არაა ნაკრებში გამოსაძახებელი მაგას ჯობია ამ ახალ ციკლში ახალგაზრდებს მიეცეთ შანსი იგივე 21 წლიანებიდან და საქართველოს ჩემპიონატიდან.
გიო
01:03 30-01-2021
0

სიახლეები პოპულარული