ხვიჩა "იუვენტუსს", "ინტერს", "მილანს" და ა.შ. აინტერესებთ - მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში ქართველი ნახევარცველით დაინტერესებული კლუბები დაასახელა.

"ინტერესი გამოავლინა "ინტერმა", "იუვენტუსმა", "რომამ" და "მილანმა", "დორტმუნდმაც". ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ "ნაპოლიც" გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და მის დონეს ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთანაც შეამოწმებენ. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად ტოპ-გუნდში მოხვდება.

გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ "რუბინს" მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის.
კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმონოვი ხვიჩას წარმატებით არის დაინტერესებული და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა "რუბინის" ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან,"- განაცხადა ჯუღელმა.



მკითხველის კომენტარები / 50 /
ფაქტია რომ რუსეთში ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი ფეხბურთელია მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა.იაფად რუბინი არ გაყიდის ხოლო დიდ ფულს არავინ გარისკავს.მოთუმეტეს მაგალითები უამრავია.თუნდაც მბაპეში დიდი ფული გადაიხადეს და ახლა იმის ნახევარს არავინ გადაიხდის.ჯუღელს ტყუილად ადანაშაულებთ.რაც შეეხება ჩემიონატებს ახალი გამოკითხვით პირველ ადგილზე იტალიის ჩემპიონატია მერე ინგლისი მერე ბრაზილია და მერე ესპანეთი.და ეს ყველაფერი პირველ რიგში კრიშტიანოს დამსახურებაა და აგრეთვე კიდევ რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელის გადასვლა სერია ა-ში.მოკლედ მსოფლიოში ისეთი დეფიციტია ახალგაზრდა ვარსკვლავებზე რომ დედღევანდელი ფეხბურთი ჯერ კიდევ ასაკოვან რონალდუსა და მესის გარშემო ტრიალებს.იქნებ ღმერთმა გადმოგვხედოს და ხვიჩამ მსოფლიო გაახაროს თავისი ულამაზესი თამაშით.
ჩემი აზრით
31 იანვარი 2021 22:13
2
მე ვფიქრობ მამუკა ჯუღელი აკეთებს ქართულ საქმეს
მგელი
31 იანვარი 2021 22:09
5
ხვიჩა! ჩაკვე! ნინუა, ბუდუ, შენგელია,ზურიკო! ქართულ ფეხბურთს ახალ დონეზე აიყვანენ და ასახელებენ!
რობი
31 იანვარი 2021 21:57
4
ისე ზოგჯერ გადამეტებული კომენტარები მოდის აი ესე თუ ისეო მისმინე კვარა არის მშვენიერი ფეხბურთელი ყველა ნაკრები თუ კლუბი ნატრულობს კრიატიულ ფეხბურთელებს მიხარია რომ ეს მხოლოდ ქართველია თან დიდი ნიჭის მქონე მოთამაშე შემოგევლე კვარა შენი მაგალითით დაიზარდოს ყველა ვისაც ფეხბურთი და ფეხბურთელობა უნდა გისურვებ პირველ რიგში ჯამრთელობას და ყოველივე საუკეთესოს უფალი გფარავდეს ყ ელგან და ყოველთვის ....
მარგალა
31 იანვარი 2021 21:41
0
ყველაზე კარგად ქართველებს სიომინმა გაუგო და დანიშნეთ სიომინი ნაკრების მწბრთნელაფ,პირველი სიომინი დაინტეტესდა ხვიჩათი,ჰოდა რატომაც არა კვირკველია სიომინმა გააცოცხლა ასე.ვთქვათ ჰოდა გაუმარჯოს პალიVს
გოჩა
31 იანვარი 2021 21:35
2
იმდია, ჩვენი მარგალიტი, ინტერში ითამაშებს!
ვახო...
31 იანვარი 2021 21:03
10
მარგალი(ტი)
emigrant
01 თებერვალი 2021 14:02
1
როცა ინტერესდებიან როგირც ვიცი სკაუტებს უშვებენ და აკვირდებიან.. რავი რუსეთის ჩემპინატი ასე თუ ისე ევროპის ყურადგებას იქცევს და ვინმეს ეჭვი გეპარებათ რომ კვარას თამაშებზე მინიმუმ 10 სკაუტი. კვარა წარმატებები მოუთმენლად ველოდები შენს ტამაშების ყურებას წარმატებები
emgranti
31 იანვარი 2021 21:00
1
გეხარ ხვიჩა ,ჩქინ სიამაყე კოჩ რექ!

საქორთუო ჩქინ ხოლო რე ,მარგალეფი!
მიდგას ვამორწონა თე სიმართლე ,გი..დით დიდალეფი ,
მაგრალურო ვრაგადანქდა გოამაყუდას,
ჭკუა ქოიღუნდა ,გოხიოლუდას,
საქორთუო ქოიორს და, შონით დო მარგალით გიორდას,
შხვა არძა გლახაშ მარაგადე "მანთურქო" მიგოჩქდას ,
დიდოუნანაშ მარჩქილეს ,თოლს ჩილამურ ელგორდას,
ბჟა დიდა , დო თუთა მუმა ჩქინი ,თენა არძო ქორთუს ოკო უჩქუდას ,
ხვიჩა ,ხვიჩა მურიცხემს ,ჩქინ ცას ირო,ირო! უძინდას!

დევკალიონი
31 იანვარი 2021 20:36
20
გოიმოუძგუას ჯიმა ჟინიერჲ ღორონთქ
ბაჩი
01 თებერვალი 2021 14:04
2
ჯგირკოჩ რექი ჯიმა
კოლხი
01 თებერვალი 2021 09:51
12
ხალხო რატომ გაღიზიანებთ ვინმეს წარმატება? მართლა ნიჭიერი ბიჭია და ღმერთმა ხელი მოუმართოს, და კიდევ შეეშვით ამ ჩაკვეტაძეზე ქილიკს უბრალიდ ადამიანს უიღბლო პერიოდი დაემთხვა თორე ნამდვილად მოხვდებოდა კარგ კლუბში, აგერ შეხედეთ რეალში მოხვდა ვინისიუსი და რა ფეხბურთელია? ტიპი კარში ვერ ახვედრებს ბურთს, იღბალიც უნდა და ნუ ითარსებით. ვენაცვალე ყველა ქართველს, მეგრელი ქართველია და მეგრული ქართული რა გინდათ ვერ გავიგე? უნდა კაცს წერის მეგრულად:)
დათო
31 იანვარი 2021 20:30
1
გენაცვალე გულში
ბაჩი
01 თებერვალი 2021 14:09
1
მალე იმედია მოლაპარაკებები რეალური გახდება,უნდა გადავიდეს როცა იქნება ტოპ გუნდში,ჯუღელი კი კარგ საქმეს აკეთებს ქართველი ფეხბურთელებისთვის მაგალითად 2-წლის უთამაშებელი არაბიძე დააბრუნა როგორც იქნა მინდორზე.
ziko
31 იანვარი 2021 20:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული