ხვიჩა "იუვენტუსს", "ინტერს", "მილანს" და ა.შ. აინტერესებთ - მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში ქართველი ნახევარცველით დაინტერესებული კლუბები დაასახელა.

"ინტერესი გამოავლინა "ინტერმა", "იუვენტუსმა", "რომამ" და "მილანმა", "დორტმუნდმაც". ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ "ნაპოლიც" გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და მის დონეს ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთანაც შეამოწმებენ. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად ტოპ-გუნდში მოხვდება.

გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ "რუბინს" მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის.
კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმონოვი ხვიჩას წარმატებით არის დაინტერესებული და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა "რუბინის" ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან,"- განაცხადა ჯუღელმა.



მკითხველის კომენტარები / 50 /
აქ მეგრულად დაწერილ კომენტარებზე ზოგიერთებს რატომ გაღიზიანებთ? მეგრული რა ქართული არა? მეგრული სვანური იგივე ქართულია და ვალდებულია ადმინიც, რო დაუშვას კომენტარი. რაც შეხება ხვიჩას მინდა, რო პრემიერლიგაში ითამაშოს. წარმატებები
გოგა
31 იანვარი 2021 19:46
30
აინტერესებთ და ერიდებათ ხო, ვერ იძახიან საწყლები!
სააკაძე
31 იანვარი 2021 19:39
13
მავანთ გონიათ რომ ხვიჩა საქართველოს მოქ. კი არა, მეგრელია და ვსიო!)) თუ გინდათ რომ ამ ბიჭმა რამეს მიაღწიოს, აქ როშვას ჯუღელი მოაშორეთ, იძახეთ მერე ჯიმა-ჯიმა.
kaxi
31 იანვარი 2021 19:19
21
ვერ არის ეს ჯუღელი კარგი აგენტი. რატომ არ მუშაობს პრემიერ ლიგაზე გასაასვლელად? თუ დღეს რომელიმე ლიგა მართლა ჰყველაზე მაღლა დგას არის პრემიერ ლიგა. არსად ასეთ ტემპში თამაში არ მიდის და ყველაზე მეტს დღეს მანდ იხდიან. სერია ა-ში მ=პანდემიამდეც ბვერპრობლემა იყო ფინანსურად და ხალხის დასწრების მხრივ თამაშებზე ის 80-90-იანების ლიგა აღარ არის.
niko
31 იანვარი 2021 18:37
29
მიმინო გამახსენდა ფილმი :) ესეიგი მარტო პრემიერლიგაა მაგარი? და მესი და რონალდო რატომ თამაშობემ ესპანეთში? ესპანეთიც მიუღებელია, იტალია-გერმანია-ზე რომ არაფერი ვთქვათ ან თუნდაც საფრანგეთზე :) ეს რა ვიცით ხოლმე ზოგიერთმა ქართველმა, უაზრო კუდაბზიკობა. ამპარტავანი ყვავი ქაქზე იჯდა და კუდა ჰაერში წევდა არ მომესვაროსო თუ როგორ არის ის გამოთქმა?

ვაახ. გაგაგიჟებენ ამდენი ყველაფრის მცოდნეები რა :))
ა ბარჟომ? სნაჩალა პადუმაი პატომ გავარი
31 იანვარი 2021 19:57
2
უმეტესად არ მიდებთ ხოლმე კომენტარებს ( ჩვეულებრივ კომენტარებს , მაგ. წარმატებები და ა.შ) და მეგრულად რო წერენ სულ დებ ადმინ და შენც მარგალი ხარ? )))
ლშა
31 იანვარი 2021 18:19
16
ვეთანხმები გელას და გაგას, თან უფრო დავიჯერებდი, რო არა ეს ტიპი. დდ.
რატი
31 იანვარი 2021 18:17
3
აგენტი ამბობს, რომ ხსენებულმა გუნდებმა ინტერესი გამოავლინეს... თუ ძალიან დიდ კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოს არ გათქვამს, ეგებ, ვთხოვოთ მას და სხვა აგენტებსაც, რომ დაგვიკონკრეტონ ხოლმე, რაში გამოიხატებს ეს ინტერესის გამოვლენა, თორემ ყველაფერი ჭორაობას ემსგავსება და შექმნილი აჟიოტაჟი უპირველესად თავად ფეხბურთელზე მოქმედებს ხოლმე ყველაზე ნეგატიურად. კვარა კი ყველას მხოლოდ ტოპ გუნდისთვის გვემეტება და იმედია, ასეც იქნება.
მ.ტ.
31 იანვარი 2021 18:16
3
ხვიჩას ეს ვარიანტები იცით რას მაგონებს? გიორგი ჩაკვეტაძეზე, რომ იყო ერთი ამბავი ატეხილი, რამის მთელი ევროპის გრანდები იწვევენო და მერე ყველაფერი, რომ მიყუჩდა. ჯერ დაზუსტდეს ხვიჩაზე, ნამდვილი ამბავია თუ არა და მერე ვიზეიმოთ.
gela
31 იანვარი 2021 18:05
23
ჯერ გადახტი მერე ჰოპ!
gaga
31 იანვარი 2021 17:43
10
წარმატებები ხვიჩას!!! იმედია, ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებს გააძლიერებს!!!
tngh
31 იანვარი 2021 16:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული