ჯანო ანანიძემ შესაძლოა, კარიერა თურქეთში განაგრძოს

AutoSharing Option
"POSTV - ფეხბურთი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ შესაძლოა, კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს.

წყარო წერს, რომ მათ გუნდის დასახელების უფლება არ აქვთ, ტრანსფერის ბედი კი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ "როტორიდან" წამოსვლის შემდეგ 28 წლის ფეხბურთელი უგუნდოდაა. ის ბოლოს მოედანზე 2020 წლის 8 მარტს, "ანორთოსისის" რიგებში გამოჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ ანანიძის დამატება თბილისის "დინამოსაც" სურდა, თუმცა ჯანომ დედაქალაქელებს უარი უთხრა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯანო ფეხბურთს თავით თამაშობს და არა ფეხებით, ამიტომ ასეთები ფეხბურთს დიდხანს თამაშობენ. წარმატება ჯანოს.
ჟორა გაბრიჭიძე
11:21 02-02-2021
0
წარმატებები ჯანოს ჯეიმი ვარდიმ 28 წლისამ დაიწყო ფეხბურთის თამაში მაღალ დონეზე და დანგრია ყველაფერი და დღესაც მშვენივრად გამოიყურება თავის კლუბში მთავარია ჯამრთელობა და მონდომება ასე რომ წარმატებები ჯანოს მისი კლასის ნიჭის და საფეხბურთო ინტელექტის მქონე ფეხბურთელი სანთლით საძებნელი გყავს დღეს საქართველოს ნაკრებში.
ზაზა
21:34 01-02-2021
1

სიახლეები პოპულარული