ჯანო ანანიძემ შესაძლოა, კარიერა თურქეთში განაგრძოს

AutoSharing Option
"POSTV - ფეხბურთი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ შესაძლოა, კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს.

წყარო წერს, რომ მათ გუნდის დასახელების უფლება არ აქვთ, ტრანსფერის ბედი კი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ "როტორიდან" წამოსვლის შემდეგ 28 წლის ფეხბურთელი უგუნდოდაა. ის ბოლოს მოედანზე 2020 წლის 8 მარტს, "ანორთოსისის" რიგებში გამოჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ ანანიძის დამატება თბილისის "დინამოსაც" სურდა, თუმცა ჯანომ დედაქალაქელებს უარი უთხრა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯანო ფეხბურთს თავით თამაშობს და არა ფეხებით, ამიტომ ასეთები ფეხბურთს დიდხანს თამაშობენ. წარმატება ჯანოს.
ჟორა გაბრიჭიძე
02 თებერვალი 2021 11:21
0
წარმატებები ჯანოს ჯეიმი ვარდიმ 28 წლისამ დაიწყო ფეხბურთის თამაში მაღალ დონეზე და დანგრია ყველაფერი და დღესაც მშვენივრად გამოიყურება თავის კლუბში მთავარია ჯამრთელობა და მონდომება ასე რომ წარმატებები ჯანოს მისი კლასის ნიჭის და საფეხბურთო ინტელექტის მქონე ფეხბურთელი სანთლით საძებნელი გყავს დღეს საქართველოს ნაკრებში.
ზაზა
01 თებერვალი 2021 21:34
1
ოღონდ ჯანომ ჯანმრთელობა და ფორმა აღიდგინოს,თუნდაც აბუ დაბის კოლმეურნეში დაიწყოს თამაში.აქ ბევრი, ცოტა სხვანაირად ეხმაურებიან ჯანოს.ეტყობა მისი ნამდვილი თამაში არ უნახიათ.იმედია,რომ კიდევ მოგვიწევს ნახვა.
სოსო
01 თებერვალი 2021 18:33
3
ძალიან მაგარი იქნება ოღონდ არა აუტცაიდერ გუნდში!
წარმატებები ჯანო!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
01 თებერვალი 2021 18:00
6
რა წაიღეთ ტვინი ამ ჯანოთი, ელისაშვილ-გირჩივით, სადაც უნდა იქ გადავიდეს და შვიდეს რა.
კოკი
01 თებერვალი 2021 17:39
30

სიახლეები პოპულარული