ჯანო ანანიძემ შესაძლოა, კარიერა თურქეთში განაგრძოს

AutoSharing Option
"POSTV - ფეხბურთი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ შესაძლოა, კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს.

წყარო წერს, რომ მათ გუნდის დასახელების უფლება არ აქვთ, ტრანსფერის ბედი კი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ "როტორიდან" წამოსვლის შემდეგ 28 წლის ფეხბურთელი უგუნდოდაა. ის ბოლოს მოედანზე 2020 წლის 8 მარტს, "ანორთოსისის" რიგებში გამოჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ ანანიძის დამატება თბილისის "დინამოსაც" სურდა, თუმცა ჯანომ დედაქალაქელებს უარი უთხრა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ოღონდ ჯანომ ჯანმრთელობა და ფორმა აღიდგინოს,თუნდაც აბუ დაბის კოლმეურნეში დაიწყოს თამაში.აქ ბევრი, ცოტა სხვანაირად ეხმაურებიან ჯანოს.ეტყობა მისი ნამდვილი თამაში არ უნახიათ.იმედია,რომ კიდევ მოგვიწევს ნახვა.
სოსო
18:33 01-02-2021
3
წარმატებები ჯანოს ჯეიმი ვარდიმ 28 წლისამ დაიწყო ფეხბურთის თამაში მაღალ დონეზე და დანგრია ყველაფერი და დღესაც მშვენივრად გამოიყურება თავის კლუბში მთავარია ჯამრთელობა და მონდომება ასე რომ წარმატებები ჯანოს მისი კლასის ნიჭის და საფეხბურთო ინტელექტის მქონე ფეხბურთელი სანთლით საძებნელი გყავს დღეს საქართველოს ნაკრებში.
ზაზა
21:34 01-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული