ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძემ შესაძლოა, კარიერა თურქეთში განაგრძოს

AutoSharing Option
"POSTV - ფეხბურთი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ შესაძლოა, კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს.

წყარო წერს, რომ მათ გუნდის დასახელების უფლება არ აქვთ, ტრანსფერის ბედი კი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ "როტორიდან" წამოსვლის შემდეგ 28 წლის ფეხბურთელი უგუნდოდაა. ის ბოლოს მოედანზე 2020 წლის 8 მარტს, "ანორთოსისის" რიგებში გამოჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ ანანიძის დამატება თბილისის "დინამოსაც" სურდა, თუმცა ჯანომ დედაქალაქელებს უარი უთხრა.