ვაკო ყაზაიშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში განაგრძობს?

AutoSharing Option
fmkorea.com-ი წერს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა შესაძლოა, კარიერა სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ბინადარ "უსლან ჰიუნდაიში" განაგრძოს.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ჩვენებურს შორის მოლაპარაკებაც მიმდინარეობს.

ეს გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ამ კონტინენტზე ერთ-ერთ დიდ ძალას წარმოადგენს.

გასულ სეზონში "ჰიუნდაიმ" სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და "ჯეონბუკს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა.

"უსლან ჰიუნდაი" ითამაშებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც ახალი ფორმატით 4 თებერვალს დაიწყება.

როგორც იცით, ყაზაიშვილი ბოლოს აშშ-ში "სან ხოსეში" თამაშობდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ისე მეგობრებო , ჰიუნდაის გუნდია , წარმატებული აზიაში , ჩემპიონთა ლიგის აზიის გამარჯვებული , კაი ხელფასებით , ფეხბურთის თამაში ნამდვილად შეიძ₾ება მანდ ფულის შოვნასთან ერთად ))
ლშა
12:06 02-02-2021
1
რა გინდათ! კორეის ჩემპიონატი:მაგალითად კვიპროის,უნგრეთის,ყაზახეთის,ალბანეთის და მსგავ ჩემპიონატებს კი სჯობს და რას დასცინიხართ! თან საათივით აწყობილი ქვეყანაა! თუ წაიყვანეს მადლობა უნდა თქვას!
gabo
11:37 02-02-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული