ქვილითაიას მე-12 გოლი - "ანორთოსისმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში "ანორთოსისმა" 2:1 დაამარცხა "კარმიოტისა".

მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გუნდი 3-6-1 ტაქტიკური სქემით ათამაშა და გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში დააყენა. სწორედ ქვილითაიამ დააწინაურა თავისი გუნდი მე-7 წუთზე, როდესაც მცველის შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ეს მიმდინარე ტურნირის 18 მატჩში ქართველი თავდამსხმელის მე-12 გოლია (5 პენალტით გაიტანა) და დიგუინისთან (აპოლონი) და სადიკთან (დოქსა) ერთად ბომბარდირია. ის 78-ე წუთზე შეცვალეს.

მეორე გოლი ნიკოლაოს კალცასმა 28-ე წუთზე გაიტანა, რომელსაც
პასი დაუშვილმა გაუკეთა, ხოლო 82-ე წუთზე მეტოქემ ანგარიში პენალტით შეამცირა.

რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, კვლავ ტრავმირებულია.

"ანორთოსისი" 43 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "აპოლონს" 4 ქულით ჩამორჩება და 6 თებერვალს აეკ-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ დაიბნა და გაიტანა,წარმატებები გიოს
ბაჩი
23:24 01-02-2021
0
არ მემეტება არც-ერთი კიპროსისთვის, მარტო ქეცბაზეა ეგ დონე.
რატი
10:06 02-02-2021
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული