გასული წლის დასასრულს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტართან" კონტრაქტი გააგრძელა, თუმცა არ იტყობინებოდნენ, რამდენი ხნით.
დონეცკური კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა კლუბის საიტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხოჭოლავას ხელშეკრულება 5 წლით გაუხანგრძლივეს.
როგორც ჩანს, რადგან ჩვენებურთან თანამშრომლობა ხანგრძლივი ვადით გააგრძელეს, მისი გარჯით კმაყოფილები არიან. ეს ჩინებული პასუხია იმ გამოცემების მიმართ, რომლებიც ხოჭოლავას სისტემატურად აკრიტიკებენ.
სამგურალსაც ჰქონდა ინტერესი.