საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.
ჩვენებურს თითქმის ყოველ შეხვედრაში გააქვს გოლი და კარგ თამაშს აჩვენებს.
მოგეხსენებათ, ის ფამაგუსტურ გუნდში "გენტიდან" იჯარით თამაშობს. ჩვენ ფეხბურთელის აგენტს, გოგა გახოკიძეს დავუკავშირდით და ქვილითაიას მომავლის შესახებ დავეკითხეთ.
"ნაკლებად სავარაუდოა, რომ გიორგი "გენტში" დაბრუნდეს. მას გუნდთან კიდევ 1 წლით აკავშირებს კონტრაქტი, თუმცა ფაქტია, რომ მას ბელგიასთან კარგი მოგონებები არ ექნება.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვილითაია "ანორთოსისში" ბრწყინვალედ ასპარეზობს. რა თქმა უნდა, მის მიმართ დიდი ინტერესი იქნება და ვნახოთ...
ყველაფერი
ზაფხულში გადაწყდება და იმედი მაქვს, გიორგი კარგ გუნდში აღმოჩნდება", - ამბობს გახოკიძე.