გრიგალავა გრიგალისებრ უტევდა და გოლიც გაიტანა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ტულის "არსენალის" 31 წლის მცველმა გია გრიგალავამ გამოიჩინა თავი.

"არსენალმა" მორიგ საკონტროლო მატჩში ბულგარეთის "მონტანას" 4:0 სძლია და ამ შეხვედრაში თქვენი მოწონებული გაისარჯა ქართველი ლეგიონერი.

"მეთოფეთა" კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ გრიგალავამ 27-ე წუთზე იუველირული პასით საგოლე კომბინაცია წამოიწყო, 37-ე წუთზე კი თავადაც გაიტანა გოლი. მეორე ტაიმში ტულელთა მწვრთნელმა მთელი შემადგენლობა შეცვალა და ანგარიში პირველი ტაიმისა დარჩა.

20 თებერვალს გრიგალავას გუნდს მძიმე მატჩი ელის პეტერბურგში - რუსეთის თასის 1/8-ფინალში "ზენიტთან", 27 თებერვალს კი ჩემპიონატის მე-20 ტურში გასვლაზე "სოჭის" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ბიდონი კიდევ თამაშობს?
ჯაკო
00:42 04-02-2021
43
მერე რამდენი "ბაკალი კვასი" დალია?
zurab
10:07 04-02-2021
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული