გუშინ, 6 თებერვალს ესპანეთის სეგუნდა დივიზონის 24-ე ტურში "ალმერია" გასვლაზე "ფუენლაბრადას" დაუპირისპირდა და გიორგი მაკარიძის წყალობით სახლში 1 ქულა წაიღო.
საქართველოს ნაკრების მეკარემ შეხვედრა სრულად ჩაატარა. გიორგი პირველ და მეორე ტაიმებში თითო-თითო ურთულესი ბურთი მოიგერია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მატჩის ბოლო წუთებზე აღებული დარტყმა გახლდათ.
"ალმერია" 53-ე წუთიდან მოყოლებული კაცნაკრული თამაშობდა, 83-ე წუთზე გოლიც გაუშვეს, თუმცა 6 წუთში გაათანაბრეს. ქართველის გუნდი სეგუნდას სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და "ლა ლიგაში" გადასვლისთვის იბრძვის.