"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა კლუბის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
"სამწუხაროდ, ჩვენს ლაზარეთში კვლავ რჩება გიორგი ჩაკვეტაძე. ტრავმირებულებს შორის ასევე არიან ოჯიჯა ოფოე და დე ბრუინი.
კარგი ამბავს ის მაქვს, რომ დაგვიბრუნდნენ კასტრო-მონტესი და ჰანჩე-ოლსენი", - თქვა ვანჰაეზბრუკმა.
საინტერესოა, რომ 16 იანვარს ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თავად ვანჰაეზბრუკმა ისაუბრა, სადაც თქვა, ჩვენებურის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიდიოდა, ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ალბათ, მოედანსაც მალე დაუბრუნდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე მოედანზე 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
კატარატროფა ხდება საქართველოში ეგ ფაქტია ამდენი წელი ისიც კი ვერ მოხერხდა რომ ბავშვებს სწორად სირბილი ასწავლონ მწვრთნელებმა დანარჩენზე ხო ლაპარაკი არ არის ეს მუდმივი ტრამვიანობა ქართველებია არის იმ არასწორი აღზრდის გამო რაც ხდება ბავშთა ფეხბურთში