"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძის შესახებ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა კლუბის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ჩვენს ლაზარეთში კვლავ რჩება გიორგი ჩაკვეტაძე. ტრავმირებულებს შორის ასევე არიან ოჯიჯა ოფოე და დე ბრუინი.

კარგი ამბავს ის მაქვს, რომ დაგვიბრუნდნენ კასტრო-მონტესი და ჰანჩე-ოლსენი", - თქვა ვანჰაეზბრუკმა.

საინტერესოა, რომ 16 იანვარს ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თავად ვანჰაეზბრუკმა ისაუბრა, სადაც თქვა, ჩვენებურის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიდიოდა, ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ალბათ, მოედანსაც მალე დაუბრუნდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე მოედანზე 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
მე თუ მკითხავთ, ეს კარგი ამბავია, სულაც არ მომეწონა ამ მწვრთნელის ბოლო ოპტიმიზმი, ახლა მონი ნაღდად ბოლომდე მიიყვანენ მკურნალობას, გიო! არ იჩქარო არაფერი, ყველაფერი წინ გაქვს, ნუ იჩქარებ, ფორსირება არაა საჭირო, შენ დიდი ფეხბურთელი უნდა დადგე კარგი ექიმების ხელში.
09 თებერვალი 2021 19:30
2
გახოკიძე და ჯაკობია სად არიან?'აგენტები",რობლებსაც უნდა ეპატრონათ გიორგისთვის..რა გააკეთეს?მათი პასუხისმგებლობაც არის, რომ ასეთი დონის ტალანტს ვკარგავთ...
miro
09 თებერვალი 2021 18:48
6
ეხლა კვარა ყავთ აჩემებული, ისეთს წერენ და ამბობენ რამე ახალი შარი არ გვეცეს. ცოტა დაოკდით და ძირს დაეშვით. ნიჭიერი ბიჯია კვარა და ყველაფერი იქნება. ჭანკვე კი შეუდარებელია სანაკრებო შედეგით. თავმდაბალი და ღირსეული კაცია.
ჯაბა
09 თებერვალი 2021 16:10
7
კი მარა რას წერენ ან არ წერენ ეგ ტრამვაზე რა შუაშია?DDDDDDDDDDDDDDD რეკლამა და ქება, რომ ფეხბურთელს ტრამვას აღებინებდეს, მესი და რონალდუ ცხვირს ვერ უნდა ყოფდეს ლაზარეთიდან.DDDDDDDDDDDDDDDDDDD
hhh
09 თებერვალი 2021 17:07
5
გიო მთავარია შენ არ გატყდე,შენი თავი განაწყე პოზიტივისკენ.ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას,თუ როგორ განაწყობ შენ--შენ ორგანიზმს ამა თუ იმ დაავადებისკენ.მე როგორც ექიმი,ისე გეუბნები ამას.ასე რომ ყოველივე კარგს გისურვებ და მალე გამიჯანმრთელებას.უფრო მეტი უკან დაგრჩა და წინ ცოტაც და....წარმატებები,გახსოვდეს რომ შენ ჭირდები შენ ოჯახს და შენ ქვეყანას!.
კახა ქ.
09 თებერვალი 2021 15:46
1
კი მაგრამ რა ჭირს ამ ბიჭს, იქნებ არასწორად მკურნალობენ მანდ, სადა ამის აგენტი, რო სხვაგან გაუშვან გამოკვლევებზე?? ცოდოა და თან მეშინია ტრამვებია მხრივ არ დაკომპლექსდეს:( წარმატებები გიოს სა მალე გაგვახაროს
გოგა
09 თებერვალი 2021 17:36
1
ჩაკვეტაძის ბოლო ორი სეზონის მდგომარეობა ძალიან მაგონებსს ანანიძის სპარტაკში ყოფნის პერიოდს რომელიც 2-3 თამაშს ითამაშებდა და შემდეგ ნახევარი სეზონი ტრამვირებული იყოო და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში სპარტაკმა 10 წელი შეინახა ჯანო მაგრამ გენტი ჩაკვეტაძეს ამდენი ხანი არ შეინახავს. გენტმა იმიტომ იყიდა გიორგი რომ შემდეგ დიდ ფასად გაეყიდა, ხოლო სპარტაკსს ანანიძე უნდოდა თავისთვის და არც სპარტაკის ნაირი მფლობელი ჰყავს გენტს და არაც სპარტაკის ფინანსები თუ ამ სეზონშივე არ დაბრუნდება დარწმუნებული ვარ მომდევლო სეზონში გაუწყვეტენ კოტრაქტს და დარჩება უგუნდოთ ძალიან არ მინდა ასე მოხდეს ძალიან ვგულშემატკივრობ ჩაკვეტაძეს მინდა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს მაგრამ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ამისთვის მოედანზე ახლა ოქროს დროს კარგავს.
გელა
09 თებერვალი 2021 16:00
3
თებერვლის შუა რიცხვებში დავბრუნდებიო ასე თქვა თვითონ გიორგიმ როგორც მახსოვს და დიდი იმედი მაქვს რომ ასე იქნება
Gio
09 თებერვალი 2021 13:58
1
ქართული ფეხბურთის კრიზის მაჩვენებლი, ფეხბურთელების არასწორი აღზრდის კიდევ ერთი შედეგი, იმედია გამოჯანმრთელდება მაგრამ ქვეყანაში ბავშვების გაზრდის სისტემა რომ არ არსებობს ეს არის ფაქტი, ვერ უძლებენ ჩვენი პატარა ბიჭები დატვირთვას არ არის მათი სხეული, კუნთები მყესები მომზადებული შესაბამისად, რის გამოც ვიღებთ დაკარგულ ტალანტებს რომლებსაც დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ.
მალე გამოჯანმრთელებას და გენტის დატოვებას ვუისურვებ გიორგის გული არ გაიტეხო ყველაფერი წინაა
gg
09 თებერვალი 2021 13:43
2
...გეთანხმები მეგობარო!!! ადრე , ვაკის საცურაო აუზთან, ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის, მეორე სართულზე იყო სპორტული მედიცინის დისპანსერი!!! ამ სამსახურს ხელმძღვანელობდა დიდი პროფესიონალი, სპორტული მედიცინის კათედრის გამგე, ასევე თბილისის ,,დინამოს'' ექიმი ზაქრო თელია!!! სპორტის ყველა სახეობას ყავდა თავისი პირადი ექიმი!!! ყველა გუნდი , ყველა ასკის გადიოდა გეგმიურ შემოწმებას!!!! სპორტსმენებს ჰქონდათ პირადი სამედიცინო წიგნაკები!!! ანუ კონტროლდებოდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა!!! ახლა სრული ქაოსია ამ კუთხით!!!
დათო
09 თებერვალი 2021 15:26
1
თანამედროვე ჟმოტებს, არ უნდათ ჯანმეთელობაზე ფული გაიღონ.
სიმართლე.
09 თებერვალი 2021 16:30
2
ჟურნალისტებსაც დიდი წილი მიგიძღვით,ისეთ სტატიებს წერდით ნუ ნეტა ვცდებოოდე.პირველ რიგში კარგი ფსიქოლოგი სჭირდება ამდენი ტრავმის და იმედგაცრუების შემდეგ :(((
L.J.
09 თებერვალი 2021 13:32
3
ფიზმომზადების მხრივ რომ
კატარატროფა ხდება საქართველოში ეგ ფაქტია ამდენი წელი ისიც კი ვერ მოხერხდა რომ ბავშვებს სწორად სირბილი ასწავლონ მწვრთნელებმა დანარჩენზე ხო ლაპარაკი არ არის ეს მუდმივი ტრამვიანობა ქართველებია არის იმ არასწორი აღზრდის გამო რაც ხდება ბავშთა ფეხბურთში
Joni
09 თებერვალი 2021 17:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული