"ხვიჩა ახლა ბევრად დიდი მოტივაციით იბრძვის..." - sport-express-ი "რუბინსა" და ხვიჩაზე სტატიას აქვეყნებს

AutoSharing Option
რუსულმა sport-express-მა ყაზანის "რუბინის" შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენეს. წარმოგიდგენთ ხვიჩას ნაწილს:

"როგორც სეზონის ოფიციალურ მატჩებში, ისე ამჟამინდელ შეკრებაზე (თურქეთში), გუნდის მთავარი სახე ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ. ქართველმა ბოლო 5 შეხვედრაში მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო, რაც, რა თქმა უნდა, გუნდის საუკეთესო მაჩვენებელია. 

ზუსტად ერთი წლის წინ, ამავე ადგილას, ბელექში, "რუბინის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ხვიჩას ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა და ამით მას ძირითადში თამაშს აჩვევდა. დღესდღეობით კვარაცხელია "რუბინის" თამაშს წარმართავს და საყოველთაო ყურადღებასაც იქცევს. 

ყაზანელთა თამაშებზე ზოგიერთი გულშემატკივარი სწორედ
ხვიჩას გამო მოდის, რათა ნახონ მისი ლამაზი გოლები, ჭკვიანური გადაცემები და ლამაზად მოტყუებული მოწინააღმდეგეები. 

ამხანაგურ თამაშებშიც კი ხვიჩას 2-3 მოწინააღმდეგე უდგას, რომლებიც ქართველის გასაჩერებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ. ბოლო თამაშში "ნიჟნის" წინააღმდეგ, კვარაცხელიას ფეხებში ჩაარტყეს, თუმცა ქართველმა ლამაზი დუბლით უპასუხა. სლუცკის ხელში 19 წლის ფეხბურთელი ეჩვევა იმას, რომ მოწინააღმდეგე მისი გაჩერებისთვის/განეიტრალებისთვის სპეციალურ გეგმას სახავს. ამ ყველაფერმა ხვიჩას თამაშის სტილი შეცვალა. შემტევი ფლანგს იცვლის და სივრცეების საპოვნელად ცენტრიდან უტევს. 

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ახლა ბევრად დიდი მოტივაციით იბრძვის, რათა უფრო მეტად წარმოაჩინოს თავი და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრად მოთხოვნადი გახდეს. ზამთარში "რუბინი" ახალგაზრდა ვარსკვლავის გასაყიდად მზად არ იყო, თუმცა ზაფხულში შეეცდებიან, ქართველი რომელიმე უცხოურ გრანდს სარფიანად მიჰყიდონ. 

მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

alt"რა 10 მილიონი? ვიცით, ხვიჩა რამდენიც ღირს" - განაცხადა "რუბინის" გენდირექტორმა

alt"ჩემი ჩებურეკები" - ინგუში ფეხბურთელის ხვიჩასა და ზურიკოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა


მკითხველის კომენტარები / 2 /
დაბადების დღეს გილოცავ ხვიჩა! გაიხარე და ჩვენც გაგვახარე. გფარავდეს ღმერთი.
პავლე
20:44 12-02-2021
0
ზაფხულის ტრანსფერი ჯობია ზამთრის ტრანსფერს.
შუა სეზონში არ იქნებოდა სწორი კლუბის შეცვლა თან რომ ვხედავ სლუცკის ხელში როგორ ვითარდება ხვიჩა და რუბინმაც მოუმატა თამაშს ჩემი აზრით ნაჩქარევი გადაწვეტილება არ უნდა მიიღოს თუ შეძლებს წელს რუბინი ევროლიგების ზონაში მოხვედრას და სლუცკიც დარჩება მომავალ სეზონში უკეთესი იქნება ჩემი აზრით თუ ხვიჩაც დარჩება რუბინში თუნდაც 21 წლამდე რადგან ამ კლუბში მას აფასებენ კარგი მწვრთNელი ჰყავს რომელიც ეხმარება ვის ხელშიც ვითარდება ძირითად შემადგენლობაშიც ადგილი გარანტირებული აქვს და შედეგიანად თამაშობს უმატებს და რუსეთის პრემიერ ლიგაც საშუალოზე მაღალი დონის ჩემპიონატია ახლა წავლა კარგ ევროპულ კლუბში სადაც შეიძლება რომ სკამზე დასვან ეგ არ იქნება სწორი როცა რონალდო გადავიდა სპორტინგიდან მანჩესტერში მაშინ სხვა გრანდებიდანაც ქონდა მოწვევა მაგრამ ფერგიუსონმა აგენტს გარანტია მისცვა რომ თუ მანჩესტერს აირჩევდა ის თამაშების 60-70 % ათამაშებდა რონალდოს და ამის მერე წავიდა და თუ წასვლა მხოლოდ იმ გარანტით უნდა წავიდეს თუ მისცემენ სათამაშო დროს გარანტირებულად.
ზაზა
17:06 12-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული