
„ინტერი“ ჩემპიონატზე ბოლო 12 მატჩში დაუმარცხებელია - 9 მოგება და 3 ფრე. სიმონე ინძაგის გუნდი ბოლოს 22 სექტემბერს „მილანთან“ დამარცხდა (1:2).
ლიდერი 40 ქულით „ატალანტაა“, 38 ქულით მეორე ადგილზე „ნაპოლია“, 37 ქულით მესამეზე „ინტერი“, 34 ქულით კი მეოთხეზე - „ლაციო“.
„ნერაძურის“ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და 28 დეკემბერს სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდება.
მილანი. „სან სირო“
ინტერი - კომო 2:0
გოლები: 1:0 კარლოს აუგუსტო (48), 2:0 ტიურამი (90+2)