ხარაიშვილი "ფერენცვაროშში" დვალთან გადავიდა

AutoSharing Option
24 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი "გეტებორგიდან" "ფერენცვაროშში" გადავიდა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი იცავს.

ბუდაპეშტური კლუბი თავისი საიტით იტყობინება, რომ შვედეთის თასზე გამარჯვებულ ხარაიშვილს კონტრაქტი გაუფორმეს.

ხარაიშვილი "გეტებორგში" "საბურთალოდან" 2018 წელს გადავიდა და მის რიგებში 70 მატჩში 18 გოლი გაიტანა. გიორგის საქართველოს ნაკრებში 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

"ფერენცვაროში" უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერია, უახლოეს მდევარ "პუშკაშ აკადემიას" 20 ტურის შემდეგ 16 ქულით უსწრებს და 14 თებერვალს სტუმრად "მეზოკოვეშდს" დაუპირისპირდება.

"ფერენცვაროში" სისტემატურად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე და ხარაიშვილისთვის ამ
გუნდში გადასვლა კარიერაში წინ გაგადგმული ნაბიჯია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამბიციური გუნდია ჩემპიონი ევროთასებზე ასპარეზობს და ნმდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია წარმატებები ხარაიშვილის
0
ძლივს არ ვნახე ნორმალური ტრანსფერი?! / უნგრეთს ცოტა ხანში ერთერთი ძლიერი ნაკრები ეყოლება ევროპაში,: სერიოზულად აქტიურობენ აბა ჩვენსავით კი არ ძინავთ.
Vasili
11:42 13-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული