დავით სხირტლაძე დანიის "ვიბორგში" გადავიდა

AutoSharing Option
27 წლის შემტევი ნახევარმცველი დავით სხირტლაძე დანიაში დაბრუნდა.

სხირტლაძეს პირველი ლიგის (რანგით მეორე დივიზიონია) ლიდერმა "ვიბორგმა" სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი, - იტყობინება კლუბი თავისი საიტით.

ის ადრე დანიაში "ორჰუსსა" და "სილკებორგში" თამაშობდა, ბოლოს თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა, რომლის რიგებში 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ძალიან დაეხმარა ოქროს მედლების მოპოვებაში.

"რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობთ სხირტლაძეს, ტექნიკური ფეხბურთელია, ძალიან კარგი ინდივიდუალური უნარები გააჩნია და ჩვენი გუნდის გაძლიერება შეუძლია. ვესაუბრეთ, მოტივირებულია და სურს კვლავ წარმოაჩინოს თავი დანიურ ფეხბურთში, - განაცხადა "ვიბორგის" სპორტულმა
მენეჯერმა იესპერ ფრედბერგმა.

თავად დავითმა განაცხადა, რომ დანიაში დაბრუნებით ბედნიერია და ყველფერს გააკეთებს გუნდის სუპერლიგაში დასაბრუნებლად.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხანდახან გულრწფელად ვფიქრობ ხოლმე რომელი უფრო უბედურ დღეშია - ქართული ფეხბურთის თუ ქართველი ფანების დონე?
ზაზა
19:30 13-02-2021
0
ასე თუ გააგრძელა “პროგრესი”, ხაშურის ივერია დაიმატებს
ვახო
13:02 13-02-2021
1

სიახლეები პოპულარული