ვაკო ყაზაიშვილი "ულსანის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის "ულსან ჰიუნდაისთან" გააფორმა კონტრაქტი.

ეს გუნდი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი და აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

ვაკომ, რომელმაც "სან ხოსე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, თავისი ახალი კლუბის საიტს შემდეგი განუცხადა: "ძალიან მოხარული ვარ, რომ "ულსანს" შევუერთდი. გუნდს დიდი მიზნები აქვს და ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო".

მკითხველის კომენტარები / 13 /
უნდა იშრომოს კარგ გარემოსა და გუნდში მოხვდა,აზიელებს დიციპლინა ძალიან უყვართ,წარმატებები ყაზაიშვილს.
ziko
17 თებერვალი 2021 14:01
2
რა გინდათ ჭკვიანი კაცი ყოფილა ვაკო. 24 წლისამ გადაწყვიტა წასულიყო დალაგებულ ქვეყანაში ამერკაში კარგი კონტრაქტის სანაცვლოდ. იქ ითამაშა ფეხბურთი ცოტა და ფული იშოვა ბევრი! ახლა ასევე დაწყობილ ქვეყანაში წავიდა კარგ კონტრაქტზე,სადაც კარგ ფულს იშოვის ოჯახისთვის და უზრუნველ მომავალს შეუქმნის თავს! თან ფეხბურთიც არაა მთლად ურიგო კორეაში(ყაზახეთს,კვიპროს,ბალარუს,შვედეთს,სლოვაკეთს კი სჯობია). საინტერესო ისაა რომ ამ ყველაფერს აკეთებს ტრამვების გარეშე,თავს არ იკლავს ვარჯიშით და ორთაბრძოლებით მინდორზე,ნახევარი ძალით არხეინად აკეთებს თავის საქმეს! და ნაკრებში თუ აღარ დაუძახებენ არც მაგით დაიხოკავს სახეს!
kaxa
17 თებერვალი 2021 12:51
1
ევროპაში ითამაშა, მერე ამერიკაში გადავიდა, ახლა აზიაში ამოყო თავი, ერთი აფრიკა დარჩა და ალბათ მომავალ კონტრაქტს მოზამბიკის მაპუტუსთან გააფორმებს.
რევაზი
17 თებერვალი 2021 10:22
1
იცის რომ ნაკრების კარები დაიხურება. თავისთვის მომავალს იწყობს. კიდევ ერთი იმედგაცრუება.
მერაბი
17 თებერვალი 2021 09:37
0
რატო დაიხურება ? სხვები ამაზე უკეთეს გუნდში ვინ გყავს ? აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია გუნდი , არველაძემ პატარა წარმატებას რო მიაღწია აზიის ჩემპიონთა ლიგაზე რა მაგარიაო , ხავი ფინალში რო გავიდა აქებდით ხავის და ზუსტად ხავის გუნდს მოუგო ფინალში .
ლშა
17 თებერვალი 2021 10:24
2
რაღაც თეგეტას ეზოში გადაღებულ ფოტოს ჰგავს
ჰიუნდაი
17 თებერვალი 2021 09:11
0
გიხაროდენ!!
buba
17 თებერვალი 2021 09:10
0
ანტარქტიდა გამოგრჩა და პინგვინები. ეგზოტიკის მოყვარული ბიჭია. არადა მეგონა მართლა დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. მართლა ტექნიკური და ნიჭიერი იყო, მაგრამ ბოსკამპის არ იყოს ქართველებს დებილი მენტალიტეტი ღუპავთო და მართალია.
.......
17 თებერვალი 2021 01:00
0
ამას მე მგონი მიზნად ყველა კონტინენტზე თამაში აქვს დასახული, ალბათ მალე ავსტრალიასა და შემდეგ აფრიკის რომელიმე კლუბში ვიხილავთ. :)
დათო
17 თებერვალი 2021 00:36
0
სამხრეთ ამერიკაში ამას ვინ აიყვანს,რად უნდათ)))
master
17 თებერვალი 2021 09:18
0
არაა ეგ ფეხბურთელი. გასტარბაიტერია )))
მეზარბაზნე
16 თებერვალი 2021 22:19
2
აზიის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი არ უნდა იყოს სუსტი გუნდი.ფინანსურადაც კარგი ვარიანტი იქნება.ნუ გავამტყუნებთ ვაკოს.ევროპიდან არ ქონდა ალბათ ფინანსურად უკეთესი შემოთავაზება.თავის დროზე რო წავიდა ამერიკაში,მაშინ მორჩა ამის ევროპა,ეხლა ნორმალური გუნდი აღარ მიიწვევს.
Master
16 თებერვალი 2021 21:39
5

სიახლეები პოპულარული